1-ელი ივლისის მდგომარეობით, 104 547-მა თვითდასაქმებულმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია, 200-ლარიანი კომპენსაცია კი - 125 165-მა დასაქმებულმა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 165 626 თვითდასაქმებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მათგან 104 547 პირმა მიიღო 300 - ლარიანი კომპენსაცია და სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი.

„რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 033 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება,”-აღნიშნავენ უწყებაში.