Airbus-ი 2021 წლის ზაფხულამდე 15 000 თანამშრომელს შეამცირებს

ევროპული საჰაერო კოსმოსური კომპანია Airbus SE 2021 წლის ზაფხულამდე დაახლოებით 15 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს.

”ბოლო თვეებში კომერციული ავიაციის სექტორში საქმიანობა ინდუსტრიაში უპრეცედენტო კრიზისის ფონზე დაახლოებით 40%-ით შემცირდა. კომერციული თვითმფრინავების წარმოების მოცულობაც ადაპტირებულია ამ პირობებთან,” - აღნიშნულია კომპანიის პრესრელიზში.

კომპანია ვარაუდობს, რომ საჰაერო მიმოსვლა პანდემიურ მაჩვენებელს მინიმუმ 2023 წლამდე ვერ დაუბრუნდება. შესაბამისად, Airbus-ი იძულებულია სამუშაო ადგილები შეამციროს. ყველაზე მეტი დასაქმებულის შემცირება გერმანიასა (5,1 ათასი) და საფრანგეთში (5 ათასი) მოხდება.

”Airbus-ი დღეს ყველაზე მძიმე კრიზისის წინაშეა, ისტორიის განმავლობაში“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიომ ფორმა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისიდან Airbus- ის აქციები 50%-ზე მეტით დაეცა.