ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი, რომლითაც მოტივაციას აიმაღლებთ

ზაფხული წელიწადის ის დროა, როდესაც განტვირთვისა და ახალი ენერგიით დამუხტვისათვის მეტი დრო გვაქვს. ამ დროის თვითგანვითარებისა და სამოტივაციო ჟანრის წიგნებისათვის დათმობა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მათთვის, ვისაც ღირებულებების გადაფასება და დადებითი ემოციებით ავსება სურს.

გთავაზობთ ტოპ 5 საზაფხულო საკითხავს "ლურჯი ოკეანის" სერიიდან, რომლითაც მოტივაციას აიმაღლებთ და სხვადასხვა საკითხის მიმართ, ახალ ხედვას ჩამოიყალიბებთ:

მარკ მენსონი - „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“

NEW YORK TIMES-ის ბესტსელერი.

გამოსვლიდან სულ რაღაც ერთ თვეში ამ წიგნმა საქართველოშიც მოიპოვა ბესტსელერის სტატუსი და ბიბლუსის ტოპ 10 გაყიდვად წიგნს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თვალის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''.

მარკ მენსონი ამერიკელი სპიკერი და მწერალია, რომელმაც, თავდაპირველად, პირადი ონლაინბლოგი შექმნა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ვიღაც ენაბილწი ბოსტონელის, როგორც თვითონ ამბობს, "რაღაც მოჩმახული ცხოვრების აზრის შესახებ“ ასეთ წარმატებას მოუტანდა.

წიგნში, „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ ავტორი ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებაში გავრცელებულ ტენდენციას, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა და ჩააგონა ადამიანებს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ თავის წარმოჩენაა საჭირო.

მენსონი გვირჩევს, კარგად გავიაზროთ ჩვენი ნაკლოვანებები და შევეგუოთ მათ. ხოლო როდესაც თვალს გავუსწორებთ ჩვენს შიშებსა თუ სისუსტეებს და დავინახავთ მწარე სიმართლეს, სწორედ მაშინ ვიპოვით იმ სითამამეს, შეუპოვრობას, პატიოსნებას, პასუხისმგებლობასა და შემწყნარებლობას, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ეძებს საკუთარ თავში.

რეიჩელ ჰოლისი - „გონს მოეგე, დაო“

რეიჩელი ამერიკელი მწერალი, ბლოგერი და სპიკერია. ის ასევე გახლავთ TheChicSite.com-ის დამფუძნებელი და საკუთარი მედიაკომპანია Chic Media-ს აღმასრულებელი დირექტორი.

წიგნში „გონს მოეგე, დაო“ რეიჩელი წერს სხვადასხვა პრობლემაზე, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან. გულახდილად საუბრობს იმ ტყუილებზე, რომლებსაც საკუთარ თავსაც აჯერებდა და რომლებმაც დააზარალა მისი ფსიქიკა, თვითშეფასება და შეაფერხა მისი წარმატება.

მისი გულწრფელი საუბარი და საკუთარი გამოცდილების გაზიარება დაგეხმარება, თავადაც დაამარცხო მსგავსი ტყუილები და მეტი შემართებით იცხოვრო.

იუ­მო­რი­თა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიბ­რძნით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წიგ­ნით, ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ­სა­ხე გვეხ­მა­რე­ბა, გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმ ტყუ­ი­ლე­ბის ტყვე­ო­ბი­სგან, რომ­ლე­ბიც ხელს გვიშ­ლის ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რი.

„გონს მო­ე­გე, დაოს“ თი­თო­ე­უ­ლი თავი იწყე­ბა ცალ­კე­უ­ლი ტყუ­ი­ლით, რომ­ლი­საც ჰო­ლისს ოდეს­ღაც სჯე­რო­და - ტყუ­ი­ლით, რო­მელ­მაც და­ა­ზა­რა­ლა მისი ფსი­ქი­კა, თვით­შე­ფა­სე­ბა და რო­მელ­საც ლა­მის და­ნებ­და, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც და­ა­მარ­ცხა ის.

ჰოლისი არაფერს მალავს. ურყევი რწმენითა და სითამამით მოუწოდებს ქალებს, იცხოვრონ შემართებითა და ენერგიით, იყვნენ თავდაჯერებულნი და გამოაღვიძონ თავიანთი მიძინებული მიზნები.

სო­ფია ამო­რუ­ზო - „რო­გორ გავ­ხდი #GIRLBOSS“

სო­ფია ამო­რუ­ზო ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­ლე­დი და მწე­რა­ლია, რო­მელ­მაც 2006 წელს მე­ო­რე­უ­ლი ტან­საც­მლის ონ­ლა­ინ ­მა­ღა­ზია NASTY GAL შექ­მნა. მისი ბიზ­ნე­სი რამ­დე­ნი­მე წელ­ში მი­ლი­ო­ნი­ან კომ­პა­ნი­ად იქცა და 2012 წელს Inc. Magazine-მა ის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარდ კომ­პა­ნი­ად და­ა­სა­ხე­ლა.

#GIRLBOSS სო­ფი­ას ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­აა, რო­მელ­შიც ავ­ტო­რი მკი­თხველს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს და უყ­ვე­ბა, რო­გორ იქცა მე­ამ­ბო­ხე მა­წან­წა­ლი­დან სწრა­ფად მზარ­დი ბიზ­ნე­სის და­მა­არ­სებ­ლად და აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად.

წიგნი მალევე გახდა New York Times-ის ბესტსელერი, Washington Post-მა კი მას „ორდინარულიდან გადახვევა“ უწოდა.

მოგვიანებით, სოფიამ Girlboss-ის ფონდიც შექმნა, რომელიც ხელოვნების, მოდისა და დიზაინის სფეროში მომუშავე ქალებს ფინანსურ დახმარებას უწევს.

2016 წელს სოფია ამორუზო „ფორბსმა“ დაასახელა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალად, რომელმაც ეს სიმდიდრე დამოუკიდებლად მოიპოვა.

ანა ბარნსი - „როგორ ვიყოთ ბედნიერი“

როდესაც ბედნიერი ხარ, ამას შენ გარშემო ყველა ამჩნევს: როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას? ცხადია, მცირედი დახმარებითა და ინსპირაციით შესაძლებელია ყოველდღიურობაში პოზიტიური მუხტისა და მეტი მხიარულების შეტანა. ამ წიგნში გელოდება რჩევები და აქტივობები, რომლებიც დაგეხმარება, ყოველი დღე უფრო ბედნიერად გაატარო, ცხოვრება კი მხიარული და ნათელი გახადო.

ლაურა მილნე - „როგორ დავისვენოთ“

თუ დატვირთული რეჟიმი გაქვს, შესაძლოა, სრული განტვირთვის იდეა არარეალურადაც მოგეჩვენოს, მაგრამ თუ არ სცდი, ამას ვერასოდეს გაიგებ - ეს იმაზე ბევრად ადვილია, ვიდრე გგონია. რამდენიმე მარტივმა მეთოდმა და ტექნიკამ შესაძლოა შენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. წიგნში ბევრი რჩევა, დამამშვიდებელი მეთოდი და აქტივობაა მოცემული - ყველაფერი, რაც შინაგანი სიმშვიდისა და კმაყოფილების მიღწევაში დაგეხმარება!