ჩეხეთი ევროკავშირის იმ არაწევრი ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლის მოქალაქეებსაც საზღვრებს 1-ელი ივლისიდან გაუხსნის, აღნიშნულ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.
CNN-ის ინფორმაციით, ჩეხეთის მიერ გამოქვეყნებული ქვეყნების ჩამონათვალში შედის: ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, სერბეთი, ტაილანდი.
საკუთარი სია გამოაქვეყნა გერმანიამაც, სადაც საქართველო და კიდევ 10 ქვეყანა შედის.
შეგახსნებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ იმ მესამე ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც წევრმა სახელმწიფოებმა 1-ელი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყონ. აღნიშნულ ქვეყნებს შორის მოხვდნენ: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს).