ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამერიკაში ნავთობის მარაგები 7,2 მლნ ბარელიღ შემცირდა და 533,5 მლნ ბარელი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ენერგეტიკის შესახებ ინფორმაციის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
ამავე ინფორმაციით, ბენზინის მარაგები 1,2 მლნ ბარელით გაიზარდა და 256,52 მლნ ბარელი შეადგინა.
ანალიტიკოსების პროგნოზით, გამორიცხული არ არის, რომ ამერიკაში ნავთობის მარაგები კიდევ 0,7 მლნ ბარელით შემცირდეს, ბენზინის კი 1,6 მლნ ბარელით.