Pizza Hut-მა და Wendy's-მა ამერიკაში გაკოტრება გამოაცხადეს

კომპანია NPC International, რომელიც ამერიკაში Pizza Hut-ის 1200 რესტორანს და Wendy's-ის 400 რესტორანს მართავს, თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ამერიკის 27 შტატში მდებარე ორივე რესტორანში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი მუშაობს. მაგრამ ისინი გააგრძელებენ მუშაობას იმ დრომდე, ვიდრე გაკოტრების საქმე მიმდინარეობს - იტყობინება CNN კომპანიის განცხადების საფუძველზე.

კომპანიამ სასამართლოში კრედიტორებისგან დასაცავად განაცხადი უკვე შეიტანა.

Pizza Hut-მა და Wendy's-მა საკარანტინო პერიოდის განმავლობაში კვების სერვისი დახურა, მომარაგება შეწყდა, ვალი გაიზარდა 1 მილიარდ დოლარამდე. ონლაინ-შეკვეთების ზრდამ კომპანიას ვერ უშველა, ვალი უფრო სწრაფად იზრდებოდა.