Bloomberg: ჯეფ ბეზოსის ქონებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ამერიკული კორპორაციის Amazon- ის ხელმძღვანელის ჯეფ ბეზოსის ქონებამ 171,6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბიზნესმენისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მილიარდერის კიდევ უფრო გამდიდრება განაპირობა Amazon-ის აქციების ღირებულების ზრდამ: ოთხშაბათის შედეგების თანახმად, იგი 4.4%-ით გაიზარდა და ერთ ერთეულზე 2,878,7 აშშ დოლარი შეადგინა. სააგენტოს ცნობით, მხოლოდ 2020 წლის პირველ ნახევარში ბიზნესმენი, რომელიც კომპანიის წილის 11%-ს ფლობს, 56,7 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.

ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ი ჯეფ ბეზოსმა ამერიკაში 1994 წელს დააფუძნა.