გაერთიანებული სამეფო საზღვრებს 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის, ამ ინფორმაციას გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ქვეყნების ზუსტი სია მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება. ამჟამად არსებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი საზღვრებს თურქეთს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას გაუხსნის.
აღსანიშნავია, რომ სიაში მოხვედრილი ქვეყნების მოქალაქეები გაერთიანებულ სამეფოში შესვლას 14-დღიანი კარანტინის გარეშე შეძლებენ. სააგენტოს ინფორმაციით, 75 ქვეყანას შორის ვერ მოხვდნენ, აშშ, რუსეთი, ბრაზილია და შვედეთი.