რომელი თანამდებობის პირები მოიხმარენ ყველაზე მეტ საწვავს და ვინ იხდის ყველაზე ძვირს ახალ ავტომობილებში - IDFI-ის კვლევა

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი (IDFI) აქ­ვეყ­ნებს ახალ კვლე­ვას, რო­მელ­შიც სსიპ-ები­სა და სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­პარ­კის და საწ­ვა­ვის ხარ­ჯე­ბია გა­მოკ­ვლე­უ­ლი.

IDFI-მ 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში 90-მდე სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­მარ­თა მათ ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, საწ­ვა­ვის ლი­მი­ტე­ბის დამ­დგე­ნი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის და 2018-2019 წლებ­ში საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე გან­პი­როვ­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მიერ და­ფა­რუ­ლი კი­ლო­მეტ­რა­ჟი­სა და მოხ­მა­რე­ბუ­ლი საწ­ვა­ვის ზუს­ტი ოდე­ნო­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­თხოვ­ნით.

კვლე­ვის ფარ­გლებ­ში IDFI-მ ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო 65 უწყე­ბი­დან, სა­ი­და­ნაც მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­წი­ლი არას­რულ­ყო­ფი­ლად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 31-მა უწყე­ბამ ჯამ­ში 382 ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ის­ყი­და, სა­ი­და­ნაც 253 ერ­თე­უ­ლი 2018-2019 წლებ­ში გა­მოშ­ვე­ბუ­ლი უახ­ლე­სი მო­დე­ლი იყო.

2018-2019 წლებ­ში ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში შემ­დეგ­მა უწყე­ბებ­მა და­ხარ­ჯეს:

  • გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი - 5 721 525 მლნ ლარი
  • სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი - 2 232 000 მლნ ლარი
  • და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო - 1 734 000 მლნ ლარი
  • სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი - 1 375 000 მლნ ლარი
  • და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი - 1 142 000 მლნ ლარი
  • წი­ა­ღის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო - 770 000 ათა­სი ლარი

IDFI-მ გა­მო­იკ­ვლია ისიც, რომ 2018-2019 წლებ­ში, 31 სსიპ-ს მიერ შეს­ყი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჯა­მურ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 18 მი­ლი­ონ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

  • 2019 წლის 27 ივ­ნისს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა 151,574.4 ლა­რად შე­ის­ყი­და Toyota Land Cruiser-ის მო­დე­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რაც მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრულ ავ­ტო­მო­ბი­ლის ზღვრუ­ლი ფლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას 10,000 ლა­რით აღე­მა­ტე­ბა.
  • თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი ყო­ველ­თვი­უ­რი საწ­ვა­ვის ლი­მი­ტე­ბი 140 ლიტ­რი­დან 850 ლიტ­რამ­დე მერ­ყე­ობს. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ლი­მი­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რი (თვე­ში 850 ლიტ­რი).
  • ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტორ­მა 2019 წელს ყვე­ლა­ზე მეტი, 10,371 ლიტ­რი საწ­ვა­ვი მო­იხ­მა­რა და 50,200 კმ და­ფა­რა.
  • 2019 წელს, 10-მა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა ჯამ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 490,000 კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რა, თი­თო­ე­ულ­მა სა­შუ­ა­ლოდ 49,000 კი­ლო­მეტ­რი.
  • 2019 წელს 20-მა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა გა­და­ა­ჭარ­ბა დად­გე­ნილ საწ­ვა­ვის ლი­მიტს.
  • იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტორ­მა, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის დად­გე­ნი­ლი ლი­მი­ტი ოთხჯერ გა­ზარ­და, 275 ლიტ­რი­დან 600 ლიტ­რამ­დე.

იხილეთ სრულად