მაისში, ვადაგადაცილებული სესხები 13.6 მლნ ლარით გაიზარდა

2020 წლის მაისში, ვადაგადაცილებული სესხები 13.6 მლნ ლარით გაიზარდა და 506.2 მლნ ლარს გაუტოლდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 34.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, სებ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 57.6 პროცენტს გაუტოლდა.

თაია არდოტელი