1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0463 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0567 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0104 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4381 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4247 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0134 ლარი შეადგინა.