ტელეკომპანია „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო

ტელეკომპანია „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო, - ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, ტელეკომპანიის მოთხოვნა დავალიანების, მათ შორის ქონების გადასახადის ერთწლიან განწილვადებაზე, უარყოფილია.

„მადლობა ჩემო ძვირფასო სახელმწიფო: ინკასო „კავკასიის“ ანგარიშზე. დავალიანება 29 000 ლარი. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი მოთხოვნა დავალიანების, მათ შორის ქონების გადასახადის ერთწლიან განწილვადებაზე, უარყოფილია. სამაგიეროდ, „იმედის“ და „რუსთავის 2“-ის 55 მილიონი გადანაწილებულია 5 წელზე. „ქოცი“ მავნებელია. ჯამი ჭურჭელია,” - წერს ჯანგირაშვილი.