სპორტდარბაზებისა და აუზების გახსნის მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა მოაწყეს

სპორტდარბაზებისა და აუზების წარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა მოაწყვეს. ისინი პროტესტის ამ ფორმით, კორონავირუსის პანდემიის გამო, დახურული სპორტდარაზებისა და საცურაო აუზების გახსნას ითხოვენ.

ამასთან აქციის მონაწილეები მთავრობის შესაბამის უწყებასთან შეხვედრას და ახსნა-განმარტებას ითხოვენ, თუ რატომ არის სპორტდარბაზებსა და საცურაო აუზებში ინფიცირების მაღალი რისკი.

„მოგვეცით არსებობის შესაძლებლობა, შეგვხვდით, აგვიხსენით და განგვიმარტეთ, ღირსი არ ვართ ელემენტარული პასუხი, რომ მივიღოთ? რატომ არის სატრენაჟორო დარბაზებში ინფექციის გადადების მაღალი რისკი? თუ ტრანსპორტში და რესტორნებში არ არის ინფიცირების საფრთხე ჩვენთან რატომ არის რისკი?“, - აცხადებს აქციის მონაწილე.