საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც 4-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 943 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა და 821 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.