Bloomberg: Boeing-ი ავიალაინერის 747-ის წარმოებას შეწყვეტს

საჰაერო კოსმოსური კორპორაცია Boeing-ი თვითმფრინავის Boeing 747-ის წარმოებას 2 წელიწადში შეწყვეტს.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიიღეს კონფიდენციალურად გამარულ შეხვედრაზე და ჯერჯერობით ამის შესახებ თანამშრომლები ინფორმირებულები არ არიან. კორპორაცია ყველა ავიალაინერ 747-ს მის ქარხანაში, ევერთში (ვაშინგტონი) დაახლოებით ორი წლის განმავლობაში შეკრებს.

„წარმოების დასრულების მიზეზები ბევრია, მთავარი მარშრუტების მცირე რაოდენობაა, რომლებიც მოითხოვს ორმაგი გემბანის თვითმფრინავებს ოთხი ძრავით. ასევე კორონავირუსის პანდემია, რომელმაც თითქმის პარალიზება მოახდინა საერთაშორისო საჰაერო მოგზაურობის, რამაც დამატებითი დარტყმა მიაყენა Boeing 747- ის მომგებიანობას„ ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, კომპანიამ ავიალაინერი Boeing 747 პირველად 1970 წელს გამოუშვა.