დაშბაშის კანიონი ვიზიტორებისთვის დროებით კვლავ დაკეტილია

დაშბაშის კანიონი ვიზიტორებისთვის დროებით კვლავ დაკეტილია.

ამის შესახებ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა. მათი ცნობით, კანიონი ვიზიტორთათვის დროებით 2019 წლის 7 ნოემბრიდან დაიკეტა.

ამის მიზეზი კი, კანიონზე უსაფრთხო ტურიზმის განვითარება იყო, ადგილზე მიმდინარეობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.

„ბოლო წლებში, დაშბაშის კანიონი დიდი პოპულარობით სარგელობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებში. ყოველწლიურად იზრდება კანიონის მნახველების რაოდენობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანიონზე უსაფრთხო ტურიზმის განვითარების მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ტერიტორიაზე მოეწყობა ბილიკები, ხიდები, აშენდება ვიზიტორთა ცენტრი,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

თაია არდოტელი