სად ქირაობენ აგარაკებს დღიურად უფრო ხშირად - მოთხოვნა 7-8%-ით გაიზარდა

აგარაკების დღიურად დაქირავებაზე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით, 7-8%-ით არის გაზრდილი.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ SS.ge-ში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ძირითადად მოთხოვნა თბილისთან ახლოს მდებარე აგარაკების ქირაობაზეა. კერძოდ, მოთხოვნადია შემდეგი ტერიტორიები: კოჯორი, წყნეთი, ოქროყანა, ტაბახმელა, საგურამო, წავკისი, შინდისი. გარდა ამისა, მაღალია მოთხოვნა დედაქალაქში, ისეთ ლოკაციებზე, როგორიცაა: დიღომის აგარაკები და ლისი.

რაც შეეხება ფასს, SS.ge-ის მონაცემებით, არსებობს სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება. შესაბამისად, ფასებიც ამის მიხედვით განსხვავებულია:

  • ბიუჯეტური - 200-250 ლარი;
  • საშუალო კომფორტის - 300-500 ლარი;
  • მაღალი კლასის - 600-1500.
თაია არდოტელი