ივნისში ამერიკაში რეკორდული რაოდენობით სამუშაო ადგილი შეიქმნა.
როგორც Reuters-ი წერს, ამის მიზეზი რესტორნების და ბარების გახსნა გახდა. გამოცემის ინფრმაციით, არასოფლის მეურნეობის სექტორში 2020 წლის ივნისში 4,8 მლნ სამუშაო ადგილი შეიქმნა.
შრომის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ეს იყო ყველაზე დიდი ზრდა 1993 წლის შემდეგ. მაისში დასაქმებულთა რიცხვი 2,699 მლნ ადამიანით გაიზარდა. Reuters-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ივნისში სამუშაო ადგილები 3 მილიონით გაიზრდება.