სადახლოზე არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა,-ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე ა.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის სკანერით დათვალიერების შედეგად, 4,100 ღერი არადეკლარირებული, უაქციზო თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს.

"საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა,"-აღნიშნულია ინფორმაციაში.