მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა - საერთო ქონებამ უკვე 9 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2019 წელს მდიდრების რიცხვმა 8,5%-ით მოიმატა და 2 825 ადამიანი შეადგინა. ამასთან, შარშან მათი ქონება გაიზარდა 10,3%-ით 9,4 ტრილიონ დოლარამდე. ამის შსახებ აღნიშნულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Wealth-X- ის მილიარდერების აღწერის ანგარიშში. მათივე პროგნოზით, 2020 წელს შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

„მილიარდერების კეთილდღეობის კიდევ უფრო ზრდა შესაძლებელი გახდა ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების შედეგად“, - აღნიშნულია Wealth-X-ის ანგარიშში.

მილიარდერების რაოდენობით ლიდერობს ჩრდილოეთ ამერიკა - 834 მილიარდერი (+11.2%), სიმდიდრით 3.5 ტრილიონი დოლარი (+ 14%). მეორე ადგილზეა აზია - 758 მილიარდერი (+ 12%), აქტივები 2.4 ტრილიონი დოლარი (+ 11%).

მილიარდერთა რიცხვში წამყვანი ქვეყნებს შორისაა შეერთებული შტატები (788 ადამიანი) და ჩინეთი (342 ადამიანი).

ქალაქებს შორის მილიარდერთა რაოდენობით პირველ ადგილზეა - ნიუ-იორკი 113 მილიარდერი, მეორე ადგილზეა - ჰონგ-კონგი 96 ადამიანი, მესამე ადგილზეა სან-ფრანცისკო 77 ადამიანი.

2020 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, წელს მილიარდერების რიცხვი ახალ რეკორდს დაამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შედეგად არაერთი ინდუსტრია დაზარალდა - საავტომობილო, საჰაერო სივრცე, ტრანსპორტი და სხვა, ეს მილიარდერთა რაოდენობის ზრდის დამაბრკოლებელი ფაქტორი ვერ გახდება. შემცირდება მხოლოდ იმ ადამიანების ქონება, ვინც დაზარალებულ სექტორებში მოღვაწე კომპანიების მფლობელები არიან. მილიარდერთა რაოდენობა კი იმ ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული კომპანიების ხარჯზე გაიზრდება, რაზეც მოთხოვნა პანდემიის პერიოდში მოიმატა, მაგალითად, კვების მრეწველობა, ონლაინ საცალო ვაჭრობა, დაზღვევა, ჯანდაცვა და ა.შ.