5 პროდუქტი, რომელიც ივნისში გაიაფდა

2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.2 პროცენტით განისაზღვრა.

„ბიზნესპრესნიუსი„ გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელიც 2020 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარები გაიაფდა:

  • ხახვი - 29,37%
  • კარტოფილი - 11,12%
  • სტაფილო - 8,65%
  • კომბოსტო - 6,79%
  • წიწაკა - 0,08%