დიდ ბრიტანეთში დღეიდან პაბები, კაფეები და რესტორნები იხსნება

დიდ ბრიტანეთში დღეიდან, სამთვიანი პაუზის შემდეგ, პაბები, კაფეები და რესტორნები იხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გარდა ამისა, მუშაობას განაახლებენ კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი სილამაზის სალონები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, კინოთეატრები, გალერეები, ღია ტიპის სპორტული დარბაზები, ბავშვთა სათამაშო მოედნები.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბიზნესის მხარდაჭერისა და მეორე ტალღის თავიდან აცილების მიზნით საზოგადოებას პასუხისმგებლობის გამოჩენის და სოციალური დისტანცირების დაცვისკენ მოუწოდა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 284 276 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 44 131 ადამიანი.