რა ღირს აგარაკის დაქირავება ზაფხულში

სეზონზე აგარაკების დაქირავებაზე მოთხოვნა მცირედით გაზრდილია, თუმცა, ფასები არ შეცვლილა.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ SS.ge-ში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ძირითადად, მოთხოვნა არის უძრავი ქონების 1 ან 2 თვით ქირაობაზე, თუმცა, არის შეთავაზებები, სადაც მთლიანი სეზონით ქირაობა მოიაზრება.

რაც შეეხება ტერიტორიებს, როგორც SS.ge-ში აცხადებენ, თბილისის შემოგარენში აგარაკის ქირაობის თვალსაზრისით, ყველაზე მოთხოვნადია: კოჯორი, ოქროყანა, ტაბახმელა, კიკეთი, წავკისი, შინდისი, წყნეთი. ხოლო ნაკლებად მოთხოვნად ლოკაციებს შორისაა: მანგლისი, ბეთანია და საგურამო.

ზაფხულში აგარაკის ერთი თვით ქირაობის ფასიც, ადგილების შესაბამისად განსხვავებულია. მაგალითად, აგარაკის ქირაობის ფასი თვის განმავლობაში ტერიტორიების მიხედვით, შემდეგია:

  • მანგლისი - 700-1500 ლარი;
  • საგურამო - 1200-2000 ლარი;
  • ოქროყანა - 2000-4000 ლარი;
  • წავკისი - 2000-3000 ლარი;
  • ტაბახმელა - 2000-3000 ლარი;
  • კოჯორი - 1500-3000 ლარი;
  • წყნეთი - 3000 – 8000 ლარი.

თაია არდოტელი