რა ღირს ოქრო საქართველოში

კორონავირუსის შემთხვევების ხელახალი მატება ძვირფასი მეტალის ფასებზეც აისახა.

კერძოდ, როგორც Reuters-ი წერს, რამდენიმე დღის წინ ოქროს ღირებულება 8 წლის მაქსიმუმზეც კი იყო და უნციაზე 1 770,83 დოლარს შეადგენდა. მეტიც, ექსპერტები ოქროს ფასის 1 800 დოლარამდე გაძვირებას პროგნოზირებენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს ოქრო საქართველოში. ადგილობრივი ფინანსური ინფორმაციის პლატფორმის „აგორა ფინანსების“ ცნობით, 999 სინჯის ოქროს ფასი დღეის მდგომარეობით, 115.60 ლარია.

რაც შეეხება სხვა სინჯის ოქროებს, პლატფორმის თანახმად, დღეის მდგომარეობით, 375 სინჯის ოქრო 43.39 ლარი ღირს; 500 სინჯის ფასი - 57.86-ია; 583 სინჯის გრამი ოქროს ფასი - 67.46 ლარია; 750 სინჯის ღირებულება დღეის მდგომარეობით - 86.79 ლარია; 900 სინჯის ოქროს ფასი 1 გრამზე - 104.15 ლარია; ხოლო 958 სინჯის ოქრო - 110.86 ლარი ღირს.

თაია არდოტელი