2-მეტრიანი დისტანცია და ობიექტების 50%-ით დატვირთვა - რა წესები უნდა დავიცვათ ღია სივრცეში არსებულ გასართობ ატრაქციონებზე

ღია სივრცეში არსებული გასართობი ატრაქციონებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით ზოგად რეკომენდაციებს აქვეყნებს.

დასვენებისა და გართობის პარკებში არსებული ატრაქციონების ოპერირებისთვის სავალდებულოა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • პარკის და თითოეული ატრაქციონის შესასვლელში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაციაCOVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავითვიზიტორთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;
  • ყოველი ატრაქციონის შესასვლელში პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილასგანათავსეთ სულ მცირე 60%-70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი საშუალებები დამათი სწორად მოხმარების წესები.

პერსონალს მიაწოდეთ ინფორმაცია:

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებასა და მათ შემდგომ განკარგვაზე (შენახვა,მოცილება, ნარჩენების კონტეინერში განთავსება); სადეზინფექციო საშუალებების სწორად გამოყენებაზე;

ატრაქციონების შესასვლელებთან ვიზიტორებისა და პერსონალის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის უზრუნველყავით დახურული კონტეინერების განთავსება (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ

გამოიყენეთ სანიტარული შესვენებები ყოველ 2 (ორი) საათში ერთხელ, რათა მოხდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის, თითოეული ატრაქციონის სახელურების) დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

ამასთან, როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიზნესოპერატორებს ევალებათ:

  • ლოდინის რეჟიმში მყოფი ვიზიტორების ნაკადი აკონტროლეთ შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით;
  • ვიზიტორები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოსუსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ);
  • კარუსელებზე, საბავშვო მატარებლებზე, ე.წ ,,მხტუნავ ბაყაყზე“, ,,ბროკომელაზე“ და სხვა გასართობ ატრაქციონებზე დატვირთეთ დასაჯდომი ადგილების არა უმეტეს 50%;
  • გამონაკლისი: ერთი ოჯახის წევრები (მშობლები, და-ძმა) შესაძლებლია მოთავსდნენ დისტანციის დაცვის გარეშე.

დოკუმენტის მიხედვით, დახურული სივრცის მქონე ატრაქციონების საქმიანობის განახლება აკრძალული რჩება.