10 პროდუქტი, რომელიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა და წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.4%-ით შემცირდა.

კერძოდ, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, ივნისში წინა თვესთან შედარებით ბოსტნეული და ბაღჩეული 28.7%-ით გაიაფდა, ხილი 6.2%-ით, რძის ნაწარმი კი 5.2-ითაა გაიაფებული.

რაც შეეხება წლიუ ინფლაციას, საქსტატის ცნობით 6.1 პროცენტი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • წიწიბურა - 122,81%;
  • ვაშლი - 96,57%;
  • საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68,29%-ით;
  • ლიმონი - 49,82%-ით;
  • მწვანე ლობიო - 48,90%-ით;
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 48,10%-ით;
  • ნიორი - 47,40%-ით;
  • ფორთოხალი - 44,36%-ით;
  • ყურძენი -40,63%-ით;
  • კივი - 39,99%-ით.
თაია არდოტელი