რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე კვოტას ყოველ წელს დააწესებს

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარცვლეულის ექსპორტზე კვოტას ყოველ წელს დააწესებს. რუსული მედია მინისტრის, დიმიტრი პატრუშევის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ყოველ წელს კვოტის პარამეტრები მოსავლის აღების შემდეგ დადგინდება.

”ჩვენ გვინდა, რომ კვოტების მექანიზმი იყოს მუდმივი. ვგეგმავთ, რომ პარამეტრები ბაზრის მოთამაშეებთან კონსულტაციების შედეგად დავადგინოთ, ეს კი მოსავლის აღების შემდეგ მოხდება, დაახლოებით ოქტომბერში“, - განაცხადა პატრუშევმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელის განმარტებით, მსოფლიოში რუსულ მარცვლეულზე დიდი მოთხოვნაა, ხოლო საკონტროლო ზომების არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი დეფიციტი შიდა ბაზარზე. ამავე დროს, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობის წლის პირველი ნახევრისთვის ასეთი ღონისძიების გამოყენება არ არის მოსალოდნელი. ”არასატარიფო კვოტის ზომა განისაზღვრება მიწოდების ნაშთებისა და მოსავლის მოცულობის საფუძველზე”, - თქვა პატრუშევმა.

რაც შეეხება ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესებას, მინისტრმა აღნიშნა, „დღეს ჩვენი ამოცანაა გაიზარდოს მოსავლის წარმოება. გარდა ამისა, გადასახადი არ იცავს შიდა ბაზარს ძალიან აქტიური ექსპორტისგან. ახლა ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ინსტრუმენტის გამოყენებას.”

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2020-21 წლების სეზონზე 45 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტს პროგნოზირებს, მათ შორის, 35 მლნ ტონა იქნება ხორბალი.