Uber-ი საკვების მიწოდების სერვისს Postmates ყიდულობს

Uber Technologies-ი საკვების მიწოდების სერვისს, ამერიკულ Postmates ყიდულობს. როგორც Bloomberg-ი წერს, შეთანხმება უკვე შედგა, შესყიდვის ღირებულება კი 2,65 მლრდ დოლარს შეადგენს.

გამოცემის ინფორმაციით, გარიგება Uber–ის დირექტორთა საბჭომ უკვე დაამტკიცა და ის შესაძლოა, ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოცხადდეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებულ ბიზნესს Uber Eats-ის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი პიერ-დიმიტრი გორ-კოტი უხელმძღვანელებს.