კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, გერმანიის ეკონომიკამ აღდგენა შესაძლოა, ოქტომბრიდან დაიწყოს.
ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა პიტერ ალტმაიერმა განაცხადა - წერს Reuters-ი.
”დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკის რეცესიის შეჩერება შესაძლებელია ზაფხულის შესვენების შემდეგ და რომ ოქტომბრიდან ეკონომიკა კვლავ დაიწყებს ზრდას გერმანიაში,” - განაცხადა მინისტრმა Bild am Sonntag– სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, მართალია წელს ეკონომიკა 6%-ით შემცირდება, 2021 წელს ზრდა 5%-ზე მეტი იქნება. ამასთან, ალტმაიერის თქმით, მისი მიზანია, რომ პანდემიამდე არსებულ დასაქმების მაჩვენებელს ქვეყანამ 2022 წლისთვის მიაღწიოს.