შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, შემოწმებული 79 კვების ობიექტიდან მოთხოვნები 52-მა დააკმაყოფილა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, დღეისთვის 79 კვებისა და 1818 განთავსების ობიექტია შემოწმებული. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის დადებითი დასკვნა 736 სასტუმროზეა გაცემული.

„დღესისთვის შემოწმებულია 79 კვების ობიექტი, მოთხოვნები დააკმაყოფილა - 52-მა, ვერ დააკმაყოფილა -27-მა და შესაბამისად, სანქცირების მექანიზმი იქნა გამოყენებული. რაც შეხება განთავსების სექტორს, ჯამში 1818 ობიექტია შემოწმებული, რომელთაგან დადებითი დასკვნა გაცემულია 736 სასტუმროზე,“- განაცხადა ბექა ფერაძემ.