საბერძნეთი სერბეთიდან ჩასულ მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება სერბეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო მიიღო.
როგორც საბერძნეთის ხელისუფლებაში განმარტავენ, შეზღუდვა ძალაში დღეიდან შევიდა და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, გამონაკლისი მხოლოდ აუცილებლობით გამოწვეულ მოგზაურობას შეეხება.
ცნობისათვის, სერბეთში კორონავირუსის 302 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 16 000-ს გადააჭარბა, აქედან 311 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ სერბეთის მთავრობამ დედაქალაქ ბელგრადში საკარანტინო შეზღუდვები ხელახლა დააწესა.