სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოები შეამოწმა.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, სახელმწიფო კონტროლი 63 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც კრიტიკული შეუსაბამობა მხოლოდ 2 შემთხვევაში აღინიშნა.
მათი ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების, მათ შორის სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოების შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. მოწმდება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის შენახვის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და პროდუქციის ვარგისიანობა. გააქტიურებული კონტროლისა და სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირებულია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.