კორონავირუსის პანდემიის გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და მსოფლიო ბანკი (WB) მმართველი ორგანოების ყოველწლიურ საშემოდგომო სესიას ონლაინ რეჟიმში გამართავენ.
ამის შესახებ ინფორმციას Reuters-ი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ დევიდ მელპასის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ორივე ორგანიზაციამ საგაზაფხულო სესიებიც ონლან რეჟიმში ჩაატარეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საშემოდგომო სესია, რომელსაც დაესწრებიან ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსთა და პოლიტიკის მინისტრები მთელი მსოფლიოდან, ოქტომბერში გაიმართება.