ევროპის საცავებში ვაშლისა და მსხლის მარაგები მესამედზე მეტით შემცირდა

2020 წლის 1-ლი ივნისის მონაცემებით, ევროპის საცავებში ვაშლის მარაგები მესამედით შემცირდა.

ვაშლისა და მსხლის მსოფლიო ასოციაციის (WAPA) მონაცემებით, საცავებში შენახული ვაშლის რაოდენობა წელს 1-ლი ივნისისთვის იყო 657 ათასი ტონა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 985 ათასი ტონა.

ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, ვაშლის დიდი ნაწილი ინახება იტალიაში - 207 ათასი ტონა (2019 წლისთვის -32.4%), საფრანგეთში - 153 ათასი ტონა (+ 6.7%) და ესპანეთში - 69.5 ათასი ტონა (+30.5 %). აღნიშნულია, რომ დანიაში შენახვის ობიექტები მთლიანად ცარიელია (-100%). მნიშვნელოვნად შემცირდა პოლონეთში შენახული პროდუქციის მოცულობა (-75.6%), გერმანიაში (-56.6%) და ავსტრია (-55%), - წერს east-fruit-ი.

ევროპის საცავებში ვაშლის 49,5% არის Golden Delicious-ის ჯიშის, 8.7% - Jonagold-ის ჯიშის, 5% - Granny Smith-ის ჯიშის.

ამასთან, ევროპის საცავებში 2020 წელს 37%-ით - 65.5 ათასი ტონიდან 41.3 ათას ტონამდე შემცირდა მსხლის მოცულობაც, WAPA-ს მონაცემებით, მსხლის დიდი ნაწილი ინახება ნიდერლანდების საწყობებში (გასულ წელთან შედარებით -16%; 31.5 ათასი ტონა), ესპანეთი (-4%; 8.5 ათასი ტონა), ბელგია (-93.8%; 815 ტონა). კონფერენციის მსხლები მთლიანის 97,7% -ს შეადგენს.