საოჯახო ტექნიკა, რომელიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.

შესაბამისად, ფასები გაიზარდა როგორ საკვებ პროდუქტებზე, ასევე გაძვირდა მსხვილი საოჯახო ტექნიკის ნაწილიც. მაგალითად, 2020 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად ელექტროყავადანი გაძვირდა. ასევე გაძვირდა სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზეც. ფასები კი მხოლოდ ელექტროჩაიდანზე შემცირდა და ისიც სულ რაღაც 2,5%-ით.

მსხვილი საოჯახო ტექნიკის ფასების ცვლილება ერთი წლის განმავლობაში: (წყარო - საქსტატი)

  • ელექტროყავადანი - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 19,69%
  • სარეცხი მანქანა - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 16,71%
  • მიქსერი - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 16,99%
  • გაზის გამათბობელი - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 15,71%
  • მაცივარი - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 13,37%