ევროზონის ეკონომიკა 2020 წელს, საერთო ჯამში, სავარაუდოდ, 8.7%-ით შემცირდება, 2021 წელს კი 6.1%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა.
„ევროზონის ეკონომიკა 2020 წელს უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით. ეკონომიკა, საერთო ჯამში, 8.7%-ით შემცირდება, 2021 წელს კი 6.1 %-ით გაიზრდება,“- განაცხადა ევროკომისარმა.
აღსანიშავია, რომ მაისის დასაწყისში ევროკავშირის კომისია 2020 წელს ევროზონის ეკონომიკის 7,7 პროცენტიან შემცირებას, 2021 წლისთვის კი - 6,3 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებდა.