Sector 26 აჭარის მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. კომპანიის ადმინისტრაცია, შესაბამისი რეგუალციების დაცვით, ობიექტის ამუშავებას ითხოვს.
"ბიზნესპრესნიუსი" Sector 26-ის "ფეისბუკ" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ჯანდაცვის სამინისტროს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას.
როგორც იცით, უკვე მრავალი წელია Sector26 წარმატებით ფუნქციონირებს ბათუმის სანაპირო ზოლში და განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს ზღვისპირა ქალაქში.
გთხოვთ, დროულად მოგვცეთ ობიექტის გახსნის უფლება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგულაციების გათვალისწინებით, რესტორნებისა და ღია ტერასებისათვის.
ობიექტის ამუშავება აისახება პერსონალზეც, რადგან ჩვენს ობიექტზე საქმდება უამრავი ადამიანი და ეს მათთვის და მათი ოჯახებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროს საშუალებაა, განსაკუთრებით პანდემიის დროს.
გპირდებით, რომ დაცული იქნება ყველა რეგულაცია, რაც საჭიროა covid19-თან საბრძოლველად.
გვაქვს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებების გეგმები - რომელიც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას",- ნათქვამია განცხადებაში.