დეველოპერული კომპანია “ბლოქსი” 16 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით, მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქცია თბილისის ისტორიულ ცენტრში „ჰილტონის“ ბრენდის სასტუმროსა და საცხოვრებელ კომპლექსში მდებარე ბინებს ეხება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„16 ივლისიდან „ბლოქსი“ მომხმარებლებს უკვე სამშენებლო ობიექტზე განთავსებული გაყიდვების ოფისიდან მოემსახურება; ოფისის გახსნასთან დაკავშირებით კომპანია მხოლოდ 3 დღით, ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს“-აღნიშნავენ კომპანიაში.
ცნობისთვის, დეველოპერულმა კომპანია „ბლოქსმა“ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე საქმიანობა 2017 წლიდან დაიწყო და დღეისათვის 2 დასრულებული და 5 მიმდინარე პროექტი აქვს. „ჰილტონთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, „ბლოქსი“თბილისის ისტორიულ ცენტრში 170 ნომრიან სასტუმრო კომპლექს- Hampton By Hilton-ს და 22 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს Hill Home Residence-ს აშენებს. სასტუმროსა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2021 წლის დეკემბერში სრულდება და პროექტის ჯამური ღირებულება 16 მილიონ დოლარს შეადგენს.
(R)