ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ბიზნეს ვიზიტორებს სპეციალური ფორმის შევსება მოუწევთ.

„წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს, ვალდებულება ეკისრებათ ყოველ 72 საათში ერთხელ საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ COVID-19-ზე PCR ტესტი ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ესეც საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხება ევროკავშირის წევრი 5 სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებთანაც საქართველო საზღვარს უპირობოდ ხსნის. ფორმები, რომლის შევსებაც ბიზნეს ვიზიტორებს მოუწევთ, მთავრობის ვებგვერდზე STOPCOV.GE-ზე იქნება ხელმისაწვდომი ,“-აღნიშნა ჩიქოვანმა.