ბრიტანეთმა ელტონ ჯონის პატივსაცემად სამახსოვრო მონეტები გამოუშვა

დიდ ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ ორშაბათს გამოსცა სამახსოვრო მონეტები მომღერლისა და კომპოზიტორის ელტონ ჯონის პატივსაცემად. მათი დიზაინი მხატვარმა მორგან ჯონსონმა შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მონეტის წინა მხარე გაფორმებულია მომღერლის იმ ატრიბუტებით, რომლებიც მისი გულშემატკივრებისთვის კარგად არის ცნობილი - ჩალის ქუდი, ჰალსტუხი-პეპელა და მუქი სათვალე ორი ნოტით.

5-დან 1000 ფუნტამდე ნომინალის მონეტები 13-დან 70,000 ფუნტამდე ეღირება.

ცნობისათვის, ელტონ ჯონი ისტორიაში მეორე მუსიკოსი გახდა, რომელსაც ასეთი პატივი ერგო. წლის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში გამოიცა The Queen-სადმი მიძღვნილი სამახსოვრო მონეტა.