თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციას მართავენ

თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრ ვლადიმერ მგალობლიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნას, ან საზღვრის გახსნამდე ყოველთვიურად თითოეულს 300-ლარიანი კომპენსაცია მიეცეს.

"მხოლოდ ხუთი ქვეყანასთან საზღვრის გახსნა საკმარისი არ არის, გახსნან თურქეთის საზღვარი და მოგვეცეს დასაქმების საშუალება, ჩვენ იქ ლუკმა-პურის ფულს ვშოულობდით, თითქოს სესხები გადაავადა მთავრობამ, მაგრამ დაგვიმატა პროცენტები და სამმაგს ვიხდით, იმასაც ვერ ვიხდით. ერთჯერადი 300 ლარი არ აგვიღია და არც არის საკმარისი. მოვითხოვთ ვლადიმერ მგალობლიშვილთან და დავით გაბაიძესთან შეხვედრას. ვლადიმერ მგალობლიშვილი მედიასაშუალებებით აკეთებს განცხადებას, რომ ქვეყანაში არ არსებობს მოქალაქე, რომელიც შიმშილობს! როგორ არ რცხვენია, რომ ამ განცხადებას აკეთებს. 80 წლის ქალები დადიან და შრომობენ თურქეთში, რომ ოჯახი გამოკვებონ", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.