"აწარმოე საქართველოში" - საქართველო ექსპორტის მხარდაჭერის ჭრილში, 6 ფინალისტ ქვეყანას შორის დასახელდა

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" WTPO Awards 2020 ფარგლებში, ექსპორტის სტიმულირების და მხარდაჭერის კუთხით ერთ-ერთ საუკეთესო უწყებად დასახელდა,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-დან აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსი მიმდინარეობდა International Trade Center-ის მიერ, რომელიც გაერთიანებული ერების და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის საერთო სააგენტოა.

„ორგანიზაციის განცხადებით, კონკურენცია, რომელიც ღიაა ყველა ქვეყნის ეროვნული სავაჭრო ორგანიზაციისთვის, აღიარებს ვაჭრობის დამხმარე სერვისების სრულყოფილებას. ფინალში გამოვლინდნენ, ორგანიზაციები, რომლებიც ახალისებენ ექსპორტის განვითარების ინოვაციურ და ეფექტურ ინიციატივებს. ორგანიზაციებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინი ეხმარებიან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს (MSMEs) გახდნენ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 14 ოქტომბერს, WTPO- ს მე -13 კონფერენციაზე, განაში”, -აღნიშნავენ სააგენტოში.

დეტალური ინფორმაციისთვის: https://bit.ly/3feWxck