დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ სკოლებს, რომლებიც შემოდგომაზე არ გაიხსნება, შესაძლოა, ფედერალური დაფინანსება შეუწყდეს.
„დემოკრატები ფიქრობენ, რომ მათთვის სკოლების ნოემბრის არჩევნებამდე გახსნა პოლიტიკურად ცუდი ნაბიჯი იქნება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. თუკი სკოლები არ გაიხსნება, შესაძლოა, მათ დაფინანსება შეუწყდეთ“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“
მისივე განცხადებით, გერმანიაში, დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში სკოლები „უპრობლემოდ გაიხსნა.“