ლენტეხი-ხელედის გზის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის ლენტეხი-ხელედის (კმ1-კმ7) 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, საპროექტო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

​მათივე ცნობით, პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე დაიწყება უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

,,ამასთან ერთად, უახლოეს პერიოდში ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი (კმ14-კმ19) მონაკვეთის ცალკეულ დაზიანებულ მონაკვეთებზე , მიწის ვაკისის აღდგენის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდება . აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზაზე სისტემატიურად ტარდება და საჭიროებისამებრ გაგრძელდება გადაუდებელი მიმდინარე შეკეთების სამუშაოები, რითაც უზრუნველყოფილი ავტოტრანსპორტის განვლადობა.

საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის მოხრეშვის სამუშაოები უკვე განხორციელდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.