"ლაბორატორიების მიხედვით PCR ტესტის ღირებულება 150-250 ლარის ფარგლებში მერყეობს"

კერძო ლაბორატორიებში PCR ტესტის ღირებულება 150-250 ლარამდეა, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსის“ კითხვას, თუ რა დაუჯდებათ საქართველოში შემოსულ პირებს ტესტის ჩატარება.

ამირან გამყრელიძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული ჯგუფების ტესტირებაზე 150 ლარი იხარჯება, კერძო ლაბორატორიების შემთხვევაში კი ფასები განსხვავებულია.

„ლაბორატორიების მიხედვით PCR ტესტის ღირებულება მერყეობს 150, 180, 250 ლარის ფარგლებში. სახელმწიფო ტარიფი, რითაც დღეს ტესტირებას აფინანსებს სახელმწიფო და მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროგრამით ადამიანებისთვის ეს უფასოა კონტაქტირებულებისვთის, საკარანტინე სივრცეებში მყოფებისთვის, მძღოლებისთვის, ექიმებისთვის და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა ჯგუფებისთვის, სახელმწიფო ტარიფი გახლავთ 150 ლარი, მაგრამ თუ ჩვენ ცენტრალიზებულად ნაყიდ რეაგენტებს ვაწვდით ლაბორატორიებს, მაშინ მომსახურების ღირებულება 50 ლარია, თუმცა ამაში არ შედის ნაცხის აღების ან სახლში მისვლის შემთხვევაში საფასური“, - აღნიშნა გამყრელიძემ.