"კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში, თუ ეს რეგულაციები გავრცელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც, ფანჯრები უნდა იყოს ღია და ადამიანებს ნიღაბი უნდა ეკეთოთ"

კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში, თუ ეს რეგულაციები გავრცელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც, ფანჯრები უნდა იყოს ღია და ადამიანებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ ნიღაბი, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა.

როგორც ზახაშვილმა „ინტეპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციებში მიუთითებენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უმეტესად გამოყენებულია კონდიციონერები რომლებიც გარე სისტემებზე მუშაობენ, შესაბამისად, ისინი ამავე კვლევის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენენ.

,,დიახ, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული რეკომენდაციები უნდა გავრცელდეს ტრანსპორტზეც. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციებში, რომელიც მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვისაც, მიუთითებენ, რომ ტრანსპორტში უმეტესად გამოყენებულია კონდიციონერები, რომლებიც გარე სისტემებზე მუშაობენ. ამასთან, ერთმნიშვნელოვანი მითითებაა, რომ კონდიციონერებში გამოყენებული ფილტრები უნდა იყოს ახალი გამოცვლილი ან სათანადოდ გასუფთავებული. კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში, თუ ეს რეგულაციები გავრცელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც, ფანჯრები უნდა იყოს ღია და ადამიანებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ ნიღაბი, ეს დარჩება ჩვენ რეკომენდაციად,“ - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.