სამხრეთ კორეაში Tesla- ს ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება

სამხრეთ კორეაში Tesla- ს ელექტრომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო აპრილ-მაისში შემცირებული გაყიდვების შემდეგ, ივნისში Tesla-ს ავტომობილებზე მოთხოვნამ იმატა და 2,827 მანქანა გაიყიდა. Model- 3 კი გახდა ყველაზე პოპულარული იმპორტირებული მანქანა სამხრეთ კორეაში, Mercedes E-Class- ის შემდეგ.

Tesla-ზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, 31%-ით შემცირდა სამხრეთ კორეის დომინანტური მწარმოებლის Hyundai Motor Co-ს, Kona EV– ის გაყიდვები. ივნისში ამ ბრენდების 2 513 ავტომობილი გაიყიდა.

4 000-დან 5 000-მდე სამხრეთ კორეელმა მომხმარებელმა წინასწარ შეუკვეთა Model 3, თუმცა მათ უმეტესობას ლოდინი შესაძლოა, სექტემბრამდე მოუწიოთ - წერს Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით.