2020 წლის 6 თვის განმავლობაში ვენესუელაში ფასების ზრდამ 500% -ს გადააჭარბა.
ასეთი მონაცემები ვენესუელას ეროვნული ასამბლეის საფინანსო კომიტეტმა გაავრცელა (ერთ-პალატიანი პარლამენტი), რომელსაც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი მთავრობის პოლიტიკური ოპონენტები აკონტროლებენ.
მათივე მონაცემებით, წლიური თვალსაზრისით, ფასების ზრდამ შეადგინა 3,524%.
ვენესუელას ცენტრალური ბანკის ცნობით, ქვეყანაში 2019 წელს ინფლაციამ 9,585.5% შეადგინა.
ბოლო წლების განმავლობაში ვენესუელა განიცდის სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს, რომელსაც თან ახლავს ჰიპერინფლაცია, ეროვნული ვალუტის დევალვაცია და აუცილებელი საქონლის დეფიციტი. გაეროს მონაცემების თანახმად, ქვეყანა დაახლოებით 4.5 მილიონმა ლტოლვილმა და მიგრანტმა დატოვა, მათი თითქმის 80% რეგიონის სახელმწიფოებშია. ზოგიერთი პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ემიგრანტების რიცხვი შესაძლოა, 6,5 მილიონამდე გაიზარდოს.