სალომბარდე და ონლაინ-სესხი - რა მოცულობის კრედიტი გასცეს სესხის გამცემმა სუბიექტებმა

სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემულ კრედიტებს შორის, ყველაზე დიდი წილი სალომბარდე სესხებზე მოდის.

კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებული სესხის გამცემი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაციის კონსოლიდირებული მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, ჯამში 414 998 542 ლარის კრედიტი გაიცა. აქედან ფიზიკურ პირებზე 383 768 161 ლარი, სადაც 73% სალომბარდე სესხებს უკავია, ხოლო იურიდიულზე - 31 230 381 ლარით ბიზნესსესხები ლიდერობს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის სესხის გამცემი 203 სუბიექტია რეგისტრირებული. გასული წლის იანვარში, როდესაც ასეთ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა, თებერვალში კი რეგისტრაცია უკვე 75 სესხის გამცემ სუბიექტს ჰქონდა გავლილი.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშით, 2019 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, ფიზიკურ პირებზე ჯამში 383 768 161 ლარის (654 788 კრედიტი) სესხი გაიცა.

  • აქედან, 281 553 065 ლარი (334 577 კრედიტი) - სალომბარდე სესხია
  • სამომხმარებლო სესხი - 35 185 133 ლარი (51 801 კრედიტი)
  • ონლაინ სესხი - 35 150 869 ლარი (285 560 კრედიტი)
  • იპოთეკური სესხი - 9 413 439 ლარი (489 კრედიტი)
  • ვაჭრობა და მომსახურება - 8 447 709 ლარი (3196 კრედიტი)
  • ბიზნესსესხი - 314 442 ლარი (41 კრედიტი)
  • სოფლის მეურნეობა - 312 573 ლარი (351 კრედიტი)
  • ავტოსესხი - 293 377 ლარი (37 კრედიტი)
  • სხვა - 13 097 555 ლარი (5 763 კრედიტი)

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, 316 სუბიექტზე გაიცა 31 230 381 ლარის სესხი. აქედან :

  • ლომბარდი - 16 სუბიექტზე - 401 807 ლარი
  • სამომხმარებლო სესხი - 46 სუბიექტზე - 2 368 673 ლარი
  • ბიზნესსესხი - 58 სუბიექტზე - 24 700 555 ლარი
  • ვაჭრობა და მომსახურება - 115 სუბიექტზე - 2 293 371 ლარი
  • სხვა - 81 სუბიექტზე - 1 4 65 795 ლარი.

ნინი ქეთელაური