სპორტდარბაზის ყველა სავარჯიშო სივრცეში შესვლამდე სავალდებულო იქნება ხელის დაბანა

სპორტდარბაზის ყველა სავარჯიშო სივრცეში შესვლამდე სავალდებულო იქნება ხელის დაბანა.

ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით დამტკიცებულ ზოგად რეკომენდაციებშია ნათქვამი.

კერძოდ, ამ რეკომენდაციების მიხედვით, ფიტნეს დარბაზებში, მათ შორის სავალდებულო იქნება შემდეგი წესების დაცვა.

  • უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
  • საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველ 2 საათში ერთხელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება;
  • უშუალოდ შესვლის წინ ყველა პირისთვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება (ხელის დაბანა გამდინარე წყლითა და საპნით ან ხელების დამუშავება არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით;
  • დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ საშხაპე კაბინები არ არის იზოლირებული ერთმანეთისგან სპეციალური გამყოფი ტიხრებით/ბარიერებით;
  • იმ შემთხვევაში, თუ საშხაპეები არ არის გამოყოფილი ერთმანეთისგან გამყოფი ბარიერით, საშხაპეები უნდა დაილუქოს, ხოლო თუ ობიექტს გააჩნია ბარიერით გამოყოფილი საშხაპეები, უნდა მოხდეს მათი მუდმივი დამუშავება (ერთსაათიანი ინტერვალებით) შესაბამისი ხსნარითა და სტანდარტებით, ყოველი გამოყენებისა და დღის ბოლოს;
  • თითოეული ვიზიტორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი კარადა, ერთის გამოტოვებით;
  • აიკრძალოს ბართან საკვებისა და სასმელის მიღება, ხოლო ბართან დამონტაჟდეს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი.
თაია არდოტელი